|
დასახელება:
მედ. დეპარტამენტის უფროსის ასისტენტი/ფიზიოლოგიის ლაბორანტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 10 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
"საქართველოს უნივერსიტეტი" (UG) გთავაზობთ გახდეთ მედიცინის დეპარტამენტის უფროსის ასისტენტი და ფიზიოლოგიის ლაბორანტი იუჯიში.
ვინ ვართ?
"საქართველოს უნივერსიტეტი" არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 10 000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1300-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
თანამშრომელს დავახვედრებთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** მერიტოკრატიულ და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** დეპარტამენტის უფროსის ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერა
** შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა და შეხვედრების კოორდინაცია
** ოფიციალური წერილების, ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება/არქივირება
** დეპარტამენტის მიმდინარე პროცესების, პროექტებისა და აქტივობების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** სტუდენტებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან კომუნიკაციის კოორდინაცია
** ფიზიოლოგიის სასწავლო ლაბორატორიის მუშაობის მხარდაჭერა
** პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობებისთვის საჭირო ინვენტარის, მასალებისა და აპარატურის მომზადება
** ლაბორატორიული სივრცის, აღჭურვილობისა და სასწავლო რესურსების მოწესრიგება და მონიტორინგი
** ლაბორატორიული მოწყობილობების გამართულობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში
** შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის
** ლაბორატორიაში უსაფრთხოების, ჰიგიენური და სამუშაო სტანდარტების დაცვის ხელშეწყობა
** ფიზიოლოგიის მიმართულებით სასწავლო პროცესის ტექნიკური და საორგანიზაციო უზრუნველყოფა
** ლაბორატორიული მასალებისა და მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობა
** დეპარტამენტის უფროსის დავალებით სხვა ორგანიზაციული და ლაბორატორიული ფუნქციების შესრულება
კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია მინიმუმ B2 დონე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Workspace)
** დოკუმენტაციის მართვის უნარი
** ლაბორატორიული პროცესების ორგანიზების საბაზისო ცოდნა
** ორგანიზაციული და დროის მართვის მაღალი უნარი
** სასწავლო და ლაბორატორიულ გარემოში მუშაობის უნარი
განათლება: დიპლომირებული მედიკოსი ან ჯანდაცვის მიმართულების ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
** სასურველია ადმინისტრაციულ, აკადემიურ ან ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭება სასწავლო ლაბორატორიაში, სამედიცინო ან საუნივერსიტეტო გარემოში მუშაობის გამოცდილებას
** სასურველია ფიზიოლოგიის ან მონათესავე მიმართულებით პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სწრაფი რეაგირების უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვა
** სასწავლო და ლაბორატორიული პროცესების მხარდაჭერის უნარo
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 23 მაისის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: მედიცინის დეპარტამენტის უფროსის ასისტენტი და ფიზიოლოგიის ლაბორანტი.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|