Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=719492&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ფაბრიკონი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისა საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** კომპანიაში არსებული წარმოების, შესყიდვების და ადმინისტრაციის საოპერაციო საკითხების ორგანიზება,
** კომპანიაში არსებული საოპერაციო პროცედურების შესრულების კონტროლი,
** საბაჟო პროცედურების მართვა,
** გადამზიდავი კომპანიების და მომწოდებლების კოორდინირება,
** იმპორტირებული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა,
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალების შესრულება

სამუშაო უნარ ჩვევები:

** MS EXCEL ის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე
** პუნქტუალური
** დისციპლინირებული
** სწრაფი
** კეთილსინდისიერი
** ხელმარჯვე
** ჩვენს რას გთავაზობთ
** მეგობრულ გუნდი
** განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო

ადმინისტრაციული დეტალები:

სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@fabricon.ge ან დაგვირეკეთ მობ. 591 035 551 ან ფიქს. 032 24 24 099
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია