Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=719462&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება - გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. მარკეტინგის გუნდში.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

სტჟირების პერიოდი: 6 თვე,
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** FB/Instagram post-ის ადაპტაცია არსებული template-ის მიხედვით;
** ზომებში გადაწყობა;
** მარტივი ივენთებისა და კარუსელების აწყობა;
** ფლაერების, ვობლერების, კაფის მენიუს, პოსტერების და სხვა პრინტ მასალების გადაწყობა, მინიმალურ დონეზე დიზაინის ცვლილება გაიდლაინის მიხედვით;
** ფოტოების დამუშავება საბაზისო დონეზე, ფერის კორექცია, ბექგრაუნდის გაწმენდა.

ტექნიკური უნარები:

** photoshop/illustrator - Basic/Intermediate დონეზე
** Canva - Intermediate დონეზე
** Figma/Adobe InDesign-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟირება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია