Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=719378&print=yes&view=jobs
 
საინვესტიციო რისკების უფროსი ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინვესტიციო რისკების უფროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს საპენსიო ფონდი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო დეპარტამენტის საინვესტიციო რისკების უფროსი ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო: უმაღლესი განათლება ეკონომიკაში/ფინანსებში/მათემატიკაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** სასურველია FRM-ის ან ექვივალენტი მოწინავე სერტიფიკატები (მაგ. CFA, CAIA);
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება რელევანტური მიმართულებით, რისკების ანალიტიკაში;
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკ- ანალიტიკაში (საბაზრო/საკრედიტო/ლიკვიდურობის რისკები და რისკ-ანგარიშგება);
** VaR / Credit VaR / Tracking Error / სტრეს-ტესტირების მოდელებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება და შედეგების დოკუმენტირება/ინტერპრეტაცია;
** რისკის პროცესების ავტომატიზაციის გამოცდილება და ძლიერი ტექნიკური უნარები (Advanced Excel; სასურველია Python ან R; სასურველია SQL/BI ხელსაწყოები);
** საქართველოს ფინანსური ბაზრის და შესაბამისი ინსტრუმენტების სიღრმისეული ცოდნა (განსაკუთრებით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, საბანკო სექტორი, FX რისკი, ლიკვიდურობა);
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საინვესტიციო რისკების მათემატიკურ მოდელირებაში (VaR, Credit VaR, Tracking Error) აქტიური მონაწილეობა და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** პორტფელის, საინვესტიციო სტრატეგიების და ინდივიდუალური ინვესტიციების შემოსავლიანობის გაზომვისთვის საჭირო მოდელების შემუშავებასა და დანერგვაში აქტიური მონაწილეობა;
** საინვესტიციო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული რისკების რაოდენობრივი ანალიზი, საჭიროებისამებრ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** რისკის მართვასთან დაკავშირებული პროცესების ავტომატიზაცია;
** ახალი სისტემებისა და პროცესების შექმნისა და დანერგვის პროექტებში აქტიური მონაწილეობა;
** აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** აქტიური რისკის ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა და შემდგომი გაზომვა/ანგარიშგება;
** საინვესტიციო რისკებთან დაკავშირებული სცენარული ანალიზის და სტრეს ტესტების დაგეგმვა, მომზადება, განხორციელება და შედეგების ანგარიშგება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად;
** საინვესტიციო რისკების მართვა, რისკების მონიტორინგი და მათი შესაბამისობის შემოწმება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან;
** საინვესტიციო პორტფელის საბაზრო, საკრედიტო და ლიკვიდურობის რისკების ანალიზი;
** საინვესტიციო პორტფელისა და ბენჩმარკ პორტფელის შედეგების გაზომვის მეთოდოლოგიის შემუშავებაში მონაწილეობა და ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე შედეგების გაზომვა-ანგარიშგება;
** საინვესტიციო რისკების ანგარიშგება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, როგორც ინდივიდუალური ინვესტიციების, ისე პორტფელების ჭრილში;
** "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ფონდის სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულების უზრუნველყოფა;
** უფროსი საინვესტიციო ოფიცრის და საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge

საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია