|
დასახელება:
მებაღე
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
კომპანია ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლობიან მებაღეს ბაღის განვითარების და შემდგომი მოვლა-პატრონობისთვის საქართველოს ორ ლოკაციაზე:
** Tbilisi Hills/თბილისი ჰილსი (≈1, 500 მ²)
** სოფელი შაშიანი (≈1, 500 მ²)
ძირითადი მოვალეობები:
** ბაღის ტერიტორიის დაგეგმვა და განვითარება
** ხეების, ყვავილების, ბალახისა და დეკორატიული მცენარეების დარგვა
** სარწყავი სისტემების მონტაჟის ზედამხედველობა, შემოწმება და მოვლა
** რეგულარული მორწყვა, გასხვლა, ფორმირება და გაზონის მოვლა
** ბაღის სისუფთავისა და საერთო ვიზუალური იერსახის შენარჩუნება
** მცენარეების მდგომარეობის მონიტორინგი და შესაძლო პრობლემების იდენტიფიცირება
** სეზონური სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება
** მებაღეობის ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის მოვლა
** საჭირო მასალების, მცენარეების, სარწყავი სისტემის ან ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ მფლობელისთვის ინფორმაციის მიწოდება
მოთხოვნები:
** მებაღედ ან ლანდშაფტის მოვლის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** მცენარეების, ხეების, გაზონისა და სეზონური მოვლის ცოდნა
** დამოუკიდებლად და პასუხისმგებლობიანად მუშაობის უნარი
** ფიზიკური მზაობა გარე სამუშაოების შესასრულებლად
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ბაღის ვიზუალურ მხარეზე ზრუნვა
** მზადყოფნა სამუშაოს შესასრულებლად როგორც Tbilisi Hills-ში, ასევე სოფელ შაშიანში
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ დასაქმებას
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას
** ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით, შეთანხმებით
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|