|
დასახელება:
მძღოლ-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
გაგრა პლუსი
|
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს გაგრა პლუსი აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის თანამშრომლის მძღოლ-ექსპედიტორი პოზიციაზე.
პირობები:
მისამართი: ქ. თბილისი, ეველინა თავაძის #12ლ (ყოფ. ფეიქართა ქუჩა)
სამუშაო პოზიციის დასახლება: მძღოლ-ექსპედიტორი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი)
დასვენების დღეები: შაბათი - კვირა.
ანაზღაურება: მძღოლი ექსპედიტორი - 1200 ლარს + სახელფასო დანამატი წონის თანხა.
მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებში მისაწოდებელი პროდუქციის მანქანაში ჩატვირთვა, გადმოტვირთვა.
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდება, პროდუქციის მითვლა და ჩაბარება სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლისთვის.
** ინვენტარის და სამაცივრე დანადგარების გადაადგილება.
** სალარო აპარატის გამოყენება სამუშაო პროცესში.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოს შესრულება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** მართვის მოწმობის ფლობა (B კატეგორია).
** სატვირთო მიკრო ავტობუსის მართვის გამოცდილება.
** ქალაქის ქუჩებს ცოდნა.
** პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** ორგანიზაციის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr.gagraplus@gmail.com გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მძღოლ-ექსპედიტორი სათაურის ველში (Subject).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|