|
დასახელება:
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
ჰაბმშენი
|
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
"ჰაბმშენი" აცხადებს სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) ვაკანსიას.
კომპანიის შესახებ
"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 5 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.hubmsheni.com/
სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) სამუშაოს აღწერა:
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება
** ბრიგადებთან კომუნიკაცია და მართვა
** პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება
** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე
** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან
** საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობაზე მისულ კლიენტებთან კომუნიკაცია და დირექტორის ჩართვა პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში
** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან
** კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება
** ობიექტებზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება.
** დირექტორთან და დამფუძნებელთან ერთად პროექტის დაგეგმვა და შემდგომ მართვა
მოთხოვნები:
** განათლება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით.
** გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში და აქვს Archicad-თან მუშაობის გამოცდილება.
** ენები: რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** სხვა მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო უნარები:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** Microsoft Office პროგრამები, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების ლოკაციაზე)
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
** სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: hubmsheni@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|