|
დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ოფისელი
|
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
კომპანია "ონლაინ ტრედინგ გრუპ", ონლაინ მაღაზია "ოფისელი" http://www.officell.ge, აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** კატეგორიის შეკვეთების ფორმირება;
** კომუნიკაცია მომწოდებელ კომპანიებთან;
** შესყიდული პროდუქციის მოწოდების მონიტორინგი;
** და სხვა საქმიანობა, რაც უკავშირდება კატეგორიის შესყიდვების უზრუნველყოფას.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
** უმაღლესი (სასურველია ბიზნეს ან ტექნიკური) განათლება;
** გამართული წერისა და მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** ახლის შეთვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პირობები:
** ვაკანსია ცხადდება სრულ სამუშაო განაკვეთზე (8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე).
** სამუშაო ადგილი თბილისი, ნაძალადევის რაიონი.
** საწყისი ხელფასი 1500 ლარი.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 2026 წლის 15 მაისისა ელ-ფოსტის მისამართზე: jobs@officell.ge, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კატეგორიის მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
|
|
|
|