Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=719288&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: NQ Hospitality Management Group
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
"NQ Hospitality Management Group" აცხადებს ვაკანსიას მრავალფუნქციური კომპლექსის - "მზიური გარდენსის" საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპლექსის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურ მართვას, მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და გუნდის განვითარებას.

ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპლექსის ყოველდღიური ოპერაციების შეუფერხებელ მუშაობას, მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვასა და გუნდის ეფექტურ მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპლექსის ყველა საოპერაციო დეპარტამენტის (მიღება-განთავსება, დასუფთავება, ტექნიკური სამსახური, დაცვა) ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდა; თანამშრომელთა შერჩევაში მონაწილეობა, პროცესის მართვა და გუნდის მუდმივი განვითარება/ტრენინგი;
** გუნდის მოტივაციის ამაღლება და ეფექტური სამუშაო კულტურის ჩამოყალიბება;
** სტუმრების/რეზიდენტების კმაყოფილების უზრუნველყოფა და პრეტენზიების სწრაფი და ეფექტური მართვა;
** შენობის ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი კონტროლი;
** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობის მართვა და კონტრაქტების შესრულების ზედამხედველობა;
** კრიზისული სიტუაციების ოპერატიული მართვა და გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება.
** ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი და რეგულარული ფინანსური ანალიზი/რეპორტინგი;საოპერაციო ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური რეპორტინგი;
** მესამე მხარეებთან (მომწოდებლები, კონტრაქტორები) ურთიერთობის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების ან მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდური მუშაობისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ და დინამიკურ კომპანიაში;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: hr@nqhospitality.com და სათაურის ველში უნდა მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია