Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=718868&print=yes&view=jobs
 
კლასის კოორდინატორი/ტუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლასის კოორდინატორი/ტუტორი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2026-2027 სასწავლო წლის კლასის კოორდინატორი/ტუტორის პოზიციაზე წყნეთის კამპუსში.

ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.

დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე.

კონკურსის წესები და ეტაპები:

** პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას;
** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან;
** მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და Hr/განვითარების მენეჯერთან

*თითოეულ ეტაპზე სკოლა აპლიკანტს დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი, სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით;

გამოცდილება:

** სასურველია, მინ. 1 წელი
** სკოლის ასაკის ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა (სასურველია სკოლის სივრცეში);
** ბანაკებისა და ტრენინგების გამოცდილება და/ან მოხალისეობრივი საქმიანობა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო კომპეტენციები:

** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაცია
** კომპიუტერული უნარები
** კლასის აქტივობების დაგეგმვა
** შეხვედრების / ღონისძიებების კოორდინაცია
** ⁠მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა
** პრობლემური სიტუაციების მშვიდად გადაწყვეტის უნარი
** სოციალური და ემოციური პრობლემების პრევენცია და დროული აღმოჩენის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ემპათია
** კულტურული განსხვავებების პატივისცემა
** ეფექტიანი კომუნიკაცია
** სწრაფი რეაგირება მოსწავლეთა გამოწვევებზე
** ფორსმაჟორულ/კრიტიკულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
** რთულ სიტუაციებში ბალანსის შენარჩუნება
** დროის მართვა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის მოტივირება
** მოსწავლეთა რეალური შესაძლებლობების განსაზღვრა
** სიძნელეების განსაზღვრა/გათვალისწინება
** საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვა

კლასი: I-IV

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ⁠ კვებას;
** ⁠ ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კლასის კოორდინატორი / ტუტორი.

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია