|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ბარამბო
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართული ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის წესებისა და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა - B, C კატეგორია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
სამუშაო ადგილი: სოფ.ნატახტარი
თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ან საკონტაქტო ნომერი შემდეგ მისამართზე: hr@Barambo.ge
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|