|
დასახელება:
ფარმაცევტული საწარმოს ქიმიკოსი
|
| მომწოდებელი:
ონიქს კორპორეიშენი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
შპს "ონიქს კორპორეიშენი" ქ. ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული საწარმოს ქიმიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების პროცესში გამოყენებული და მიღებული მასალების ქიმიური ანალიზი;
** პროდუქტის მახასიათებლების განსაზღვრა სპეციალიზებული მეთოდებით (ტენიანობა, pH, ნარჩენი ნივთიერებები და სხვ.);
** ანალიზის შედეგების დეტალური დოკუმენტირება და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP) დაცვა და გაუმჯობესების წინადადებების წარდგენა;
** გადახრების, დეფექტებისა და პროდუქტის შეუსაბამობის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა და აღჭურვილობის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ქიმიის, ანალიზური ქიმიის ან ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლაბორატორიაში;
** ლაბორატორიული ანალიზის მეთოდოლოგიის ცოდნა;
** შესაბამისი ლაბორატორიული პროგრამების ფლობა.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@onyxcorporation.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|