|
დასახელება:
აუზის უნივერსალი ბარმენი
|
| მომწოდებელი:
ელთ ბიზნეს ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას აუზის უნივერსალი ბარმენის პოზიციაზე აპარტ-სასტუმროთა ქსელში.
სამუშაო ადგილი: აუზის ბარი
სამუშაო ტიპი: სრული / ცვლაში მუშაობა
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (კვირაში 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 1300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება სტანდარტების შესაბამისად
** ბარის ყოველდღიური გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ბარის გახსნა/დახურვა (მომზადება, დალაგება, ნაშთების კონტროლი)
** პროდუქციის მარაგების კონტროლი, შეკვეთა და შევსება
** ბარის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სტუმართან მომსახურება (უნივერსალური ფუნქცია);
** სტუმრების მიღება და თავაზიანი მომსახურება
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და დროული მიწოდება
** მცირე სნექ-მენიუს შეკვეთების მიღება და გატანა
** საჭიროების შემთხვევაში მიმტანის ფუნქციების სრულად შეთავსება
** მაგიდების მოწესრიგება და სისუფთავის მუდმივი კონტროლი
** მენიუს ცოდნა და რეკომენდაციების გაწევა
** სალაროსთან მუშაობა (საჭიროების შემთხვევაში)
** მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნა სტუმრებისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბარმენის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი
** ენერგიულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltgroup.ge. სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|