Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: FK Development
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
FK Construction აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტიან დანერგვასა და კონტროლზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და რეგულაციების დანერგვა, კონტროლი და შესრულების უზრუნველყოფა;
** რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** შრომის უსაფრთხოების შიდა პოლიტიკის, ინსტრუქციებისა და პროცედურების შემუშავება და პერიოდული განახლება;
** თანამშრომელთა სავალდებულო ინსტრუქტაჟისა და ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
** ინციდენტებისა და დარღვევების მოკვლევა, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** სამუშაო პროცესის უწყვეტი მონიტორინგი უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
** სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა და ურთიერთობა ზედამხედველ სახელმწიფო ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად);
** სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობისა და რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა;
** დოკუმენტაციის წარმოებისა და ანგარიშგების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV: info@fkdevelopment.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე