Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=718674&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო Ibis Styles Batumi
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
სასტუმრო "Ibis Styles" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების, N 5ბ.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად
** თეთრეულის და პირსახოცების შეცვლა
** აბაზანების დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** საჭირო ნივთების (ამენიტები) შევსება ნომრებში
** საერთო სივრცეების სისუფთავის კონტროლი
** აღმოჩენილი დაზიანებების ან პრობლემების დროული შეტყობინება
** სამუშაო ინვენტარის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: hrm@ibisstylesbatumi.ge, გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი!

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო იბის სტაილს ბათუმი.
გაცნობებთ, რომ სასტუმრო იბის სტაილს ბათუმის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში — სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია