Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=718663&print=yes&view=jobs
 
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მირკაანი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
შპს "მირკაანი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ლოგისტიკის სექტორში.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ადგილობრივ და საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებს. ამჟამად ვეძებთ აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს საწვავის გაყიდვების მიმართულებას. პოზიცია მოითხოვს კომერციული პორტფელის ფორმირებას, კორპორატიული კლიენტების მოძიებას და გრძელვადიანი ბიზნესურთიერთობების დამყარებას — ძირითადად ლოგისტიკის, მშენებლობის, წარმოებისა და ტრანსპორტის სექტორის კომპანიებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გეზ-ის მიმდებარე ტერიტორია / დისტანციური
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
** ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით + ბონუსი
** კორპორაციული დაზღვევა
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი (B2B) კლიენტების მოძიება და მოზიდვა საწვავის მიმართულებით
** პოტენციური კლიენტების ბაზის ფორმირება და სისტემატური მუშაობა (cold calls, შეხვედრები, პრეზენტაციები)
** ბაზრის ანალიზი — კონკურენტების, ფასებისა და ტენდენციების მონიტორინგი
** ხელშეკრულებების გაფორმება და კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა
** ანგარიშგების/რეპორტის მომზადება ხელმძღვანელობისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის მიმართულებით)
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით (სასურველია საწვავის, ლოგისტიკის ან სამრეწველო პროდუქტების სფეროში)
** საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ბაზრის გაცნობა (უპირატესობაა)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, Word)
** უცხო ენების ცოდნა: რუსული და ინგლისური

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: mirkaani.ltd@gmail.com.

Subject-ში მიუთითეთ "B2B გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია