Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=718624&print=yes&view=jobs
 
HoReCa გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HoReCa გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
სს "იბერია რეფრეშმენტსი", "PepsiCo"-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას HoReCa გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე (სასტუმრო, კაფე, ბარი, რესტორანი), თბილისში.

კომპანიის შესახებ:

სს "იბერია რეფრეშმენტსი" წარმოადგენს "PepsiCo"-ს ოფიციალურ ბოთლერს საქართველოში და ფლობს ექსკლუზიურ უფლებას აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების დისტრიბუცია (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina).

კომპანია ასევე აწარმოებს "Max Power"-ის ენერგეტიკულ სასმელებსა და ქართულ ლიმონათებს (Iberia) და უზრუნველყოფს მათ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

სს "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ "Revery Group"-ის წევრს. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება/მოზიდვა, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** არსებულ HoReCa არხის კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად;
** პროდუქციის პრეზენტაცია კლიენტებთან და ახალი პროდუქციის დანერგვის ხელშეწყობა;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად წარმოდგენის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

** HoReCa მიმართულებით გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი (აუცილებელია);
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ცვლადი ბონუსი (თვეში მაქსიმუმ 3000 ლარამდე, ფიქსირებულს + ცვლადი დანამატი);
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
** ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურება;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორაციული SIM ბარათი;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. ელფოსტის სათაურში ("subject"-ში) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება - " HoReCa გაყიდვების წარმომადგენელი თბილისში " მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 4/06/2026 წ.

კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია