Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=718523&print=yes&view=jobs
 
ცვლის მენეჯერი/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის მენეჯერი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
"ექსტრამითის პავილიონის" თბილისის ფილიალი გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ცვლის მენეჯერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** კვების სფეროში ცვლის მენეჯერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სარესტორნე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გუნდის მართვის უნარი
** შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლებისთვის ყოველდღიური დავალებების მიცემა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
** თანამშრომლების სამუშაო განრიგის გონივრულად დაგეგმვა და საჭიროებისამებრ ახალი კადრების შერჩევა.
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, უკუკავშირის მოსმენა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
** ობიექტზე არსებული მაღალი ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
** ობიექტზე დაწესებული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა, კონტროლი.
** მარაგების კონტროლი და საწყობის შემოწმება.
** საკურიერო აპლიკაციების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ ატმოსფეროს
** მხარდამჭერ გუნდს
** სამუშაოს ცვლაში

ობიექტის მუშაობის საათები: 10:30-04:00
ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
მისამართი: თბილისი, საბურთალო, ვაჟა ფშაველას გამზირი 55.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: anastasiasvintradze@gmail.com

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ცვლის მენეჯერი/ადმინისტრატორი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595762323.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია