Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ბურგერ სფეისი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
"Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის (ბურგერი) პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: დღეში 8/10 საათი, კვირაში 5 დღე, თვეში 22-23 დღე;
** ცვლები: დილა, შუა და ღამის;
** ანაზღაურება: საათობრივი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში 8 ლარი საათში; გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 9 ლარი საათში. საშუალოდ - 1700-1800 ლარი თვეში;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, მცხეთის ქ.N5/ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ.2.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა;
** უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** სამუშაო დღის დაგეგმვა;
** მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
** აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება;
** Ⴑამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება.

საჭირო უნარები:

** ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 - წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა;
** სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 597900005 ოთო და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე