Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=718510&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Astoria Tbilisi
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
სასტუმრო "Astoria Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება და განთავსება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - სერვისების, ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და შესაბამისი ოპერაციების შესრულება
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა/გადამისამართება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია სასტუმროს ოპერაციების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (გასაუბრება ჩატარდება ქართულად, ინგლისური და რუსული კომპონენტებით);
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასტუმრო პროგრამების ცოდნა (სასურველია ფიდელიო ან/და ელექტრა);

ჩვენ გთავაზობთ:

** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას

ანაზღაურება: 1300 NET ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 21
სამუშაო საათები: 2/2 სმენა, 12 საათიანი გრაფიკი - დღის და ღამის ცვლა.

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ კომპეტენციები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@astoriatbilisi.ge

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("რეცეფციონისტი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ გაეცანით აღნიშნულ პირობას თან თანხმობას აცხადებთ, რომ 1 წლის განმავლობაში შევინახავთ და და დავამუშავებთ თქვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია