Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=718508&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ჰოტელ კოსტე
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
სასტუმრო "კოსტე" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებს აწოდებს ინფორმაციას ყოველდღიური სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** იღებს შეკვეთებს სტუმრებისგან და უზრუნველყოფს შეკვეთების დროულ მიწოდებას;
** ამზადებს მაგიდას და ჭურჭელს;
** სტუმრებს განუმარტავს, თუ როგორ მზადდება მენიუს სხვადასხვა ელემენტები;
** ამოწმებს სტუმრების კმაყოფილებას და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ახდენს მათ გამოსწორებას;
** აცილებს სტუმრებს მათ მაგიდებთან;
** ამზადებს ჩეკებს, რომლებშიც მოცემულია საკვების საერთო ხარჯები და დამატებითი გადასახადები;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ინფორმაციას აწოდებს ზედამხედველს.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა, სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;

საჭირო უნარები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ანაზღაურება: 1300 + ბონუსი

გრაფიკი:

** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათიანი შესვენება
** კვებას და ღამის ტრანსპორტს კომპანია უზრუნველყოფს
** ჯანმრთელობის დაზღვევა 6 თვის შემდეგ
** 5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება
** დილის ცვლა - 07:00-დან 16:00 სთ-მდე
** შუადღის ცვლა 12:00-დან 21:00 სთ-მდე
** საღამოს ცვლა - 17:00-დან 02:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nadiradze@hotelcoste.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 557 643 300.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ჰოტელ კოსტე"-ს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია