Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=718363&print=yes&view=jobs
 
პროგრამა EU-link ქართული SME-ების მხარდასაჭერად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამა EU-link ქართული SME-ების მხარდასაჭერად
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
თანდართული ფაილი: 718363_EU_Link_Programme___05_2026_2894180.zip
მცირე და საშუალო საწარმოების (SME) მხარდასაჭერად იწყება ახალი პროგრამა "EU-link" რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესების დაკავშირებას პოტენციურ მყიდველებთან, პარტნიორებთან და/ან ინვესტორებთან ევროკავშირის პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, SME-ები მიიღებენ მხარდაჭერას მათთვის სასურველი დარგობრივი ექსპერტებისა და სხვა სახის კონსულტანტების დასაქირავებლად ევროკავშირში. აღნიშნული კონსულტანტები დაეხმარებიან ბენეფიციარებს:

** პროდუქცია ან/და მომსახურება შესთავაზონ ახალ სამომხმარებლო ბაზრებს ევროკავშირში;
** მოიძიონ უცხოელი პარტნიორები;
** მიიღონ სასურველი ინფორმაცია სამიზნე საექსპორტო ქვეყნების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია ტენდენციების, მარკეტინგული შესაძლებლობების, სამართლებრივი და კულტურული ბარიერების შესახებ.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რამდენჯერმე გამოცხადდება ღია კონკურსი და თითოეული კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 5-15 ბენეფიციარი SME.

თანადაფინანსების მოცულობა - საკონსულტაციო მომსახურების სრული ღირებულების 70%, თუმცა, არაუმეტეს $3, 500 ერთ ბენეფიციარზე. პროგრამის დეტალური აღწერა მოცემულია თანდართული პრეზენტაციის სახით.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/8RU6VhbtzZ9rkuDb7

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2026 წლის 31 მაისი.

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) პროექტის "წვდომა საექსპორტო ბაზრებზე" მიერ.

განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: სალომე შურღულაია; salome.shurghulaia@undp.org; +995 599 04 05 04
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია