Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=718191&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Monde Group
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ენერგიულ ადმინისტრაციულ მენეჯერს, რომელიც გახდება კომპანიის საოპერაციო საქმიანობის და შიდა პროცესების ეფექტურად მართვის გარანტი.

მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო საქმიანობის მართვა
** კომპანიის მიმდინარე დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება
** მენეჯმენტის სამუშაო დღის წესრიგის მხარდაჭერა, კალენდრისა და საოფისე კომუნიკაციის ეფექტური კოორდინაცია
** გუნდის სამუშაო ციკლის ადმინისტრირება - სამუშაო დროის, დასვენების პერიოდებისა და მასთან დაკავშირებული შიდა საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია
** ახალი თანამშრომლების მიღების პროცესის მართვა და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვა
** სატელეფონო ზარების მიღება
** სტუმრების დახვედრა, მიღება-გაცილება

მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები - საოფისე პროგრამების და თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე აუცილებელია

უნარ-ჩვევები:

** მულტიტასკინგის (რამდენიმე საქმის ერთდროულად მართვის) უნარი
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტაცია და გადაწყვეტილების მიღება
** მაღალი ეთიკა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
** პოზიტიური განწყობა და გუნდურობა
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა

ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო, სპორტის სასახლესთან, პავლე ასლანიდის 12, სამუშაო საათები 11:00 -19:00 საათი, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ანაზღაურება - გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@monde.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია