Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=718172&print=yes&view=jobs
 
ტენდერი შენობების ფასადების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი შენობების ფასადების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 11 მაისი
თანდართული ფაილი: 718172_sos_village_tender_6675439.zip
"ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია აცხადებს ტენდერს შენობა-ნაგებობების ფასადებზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

"ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ქუთაისის სტანდარტული პროექტის (მის; ჰერმან გმაინერის-4) შენობების ფასადებზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მომსახურების უზრუნველსაყოფად.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით;

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად, მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში (მომსახურების ღირებულების საავანსო გადახდა არ განიხილება).

მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან არაუგვიანეს 20 ივლისამდე ბავშვთა სოფელი ქუთაისის (ჰერმან გმაინერის ქ.#4) შენობა ნაგებობების ფასადებზე შემდეგი სამუშაოების ჩატარება;

** შენობა ნაგებობებზე აგურის ფასადის და ფანჯრის ქვის რაფების დამუშავება/ მომზადება შესაღებად -3760 მ2.
** ფასადების შეღებვა აგურის და ქვის დამცავი სპეციალური ხარისხიანი და სერტიფიცირებული ნივთიერებით ღია სივრცისთვის- 3760 მ2
** შენობებზე არსებული სახურავს ქვედა ხის კარნიზების დამუშავება შეღებვა ხარისხიანი და სერტიფიცირებული ხის დამცავი ნივთიერებით ღია სივრცისთვის- 425 მ2
** სახლებზე არსებული რკინის მოაჯირების დამუშავება შეღებვა ხარისხიანი, სერტიფიცირებული საღებავით -250 მ.
** შენობა ნაგებობების ცოკოლების შეკეთება (შეფითხნა, გაბრიზგვა)- 80 მ2
** შენობა ნაგებობების ცოკოლების შეღებვა, წყალგამძლე სერტიფიცირებული საღებავით, ღია სივრცისთვის- 450 მ2
** სამშენებლო ნარჩენების გატანა;

მომსახურების გაწევის პერიოდი: 2026 წლის 01 ივნისიდან არაუგვიანეს 20 ივლისამდე.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის 4

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: " შენობა-ნაგებობების ფასადების რემონტი".

ეს სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 11 მაისი 12:00 საათი

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ. #4

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია