|
დასახელება:
ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ჯი თი კომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
შპს "ჯი თი კომპანი" ახდენს სავენტილაციო დამხმარე მასალების იმპორტს უცხოეთიდან და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანიას ესაჭიროება ოპერატორი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ბუღალტერიის ან აუდიტის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, სასურველია ორის ბუღალტერია ან ორის მენეჯერი (არ არის აუცილებელი-ადგილზე შევასწავლით);
** ინგლისური ენის ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში; (rs.ge-დან ზედნადებების ჩამოტვირთვა საბუღალტრო პროგრამაში და ასევე საბუღალტრო პროგრამიდან rs.ge-ზე ატვირთვა. სალაროს და ტერმინალის ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში)
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
** პერიოდულად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობა.
სამუშაო გრაფიკი/პირობები:
** სამუშაოს ადგილმდებარეობა - თბილისი, სტანისლავსკის ქუჩა #1 (წერეთლის გამზირის კვეთა, მეტრო გოცირიძესთან ახლოს);
** ანაზღაურება - ხელზე ასაღები 2000 ლარი, ზრდის პერსპექტივით;
** სამუშაო გრაფიკი - ნორმირებული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:30-18:00 სთ).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: GTcompany1@yahoo.com გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორი".
|
|
|
|