Робота для біженців з України
2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი
მომწოდებელი: ათასწლეულის ფონდი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
თანდართული ფაილი: 718003_Mia_2026_2683261.zip
2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა!

ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2026 წლისთვის.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM). პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას STEM დარგებით, მეცნიერებით და ინოვაციებით.

** ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წელს შეიქმნა და 4, 000-მდე ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული.
** კონკურსის ამოცანაა გამოავლინოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის (STEM) დარგებში.
** 2026 წლის კონკურსის ფარგლებში, პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ.), რობოტექნიკა.
** 2026 წლის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2009 წლის 1 მაისიდან - 2013 წლის 1 მაისის პერიოდში.
** კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ოთხი.
** კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.
** პირველ ადგილზე გასული გუნდი 2027 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM ბანაკებში და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
** კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.
** კონკურსის ფინალისტებს სხვადასხვა პრიზს გადასცემენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები.
** კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

2026 წლის კონკურსისთვის ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 1 ივნისი.

კონკურსის პირობები და ანკეტა იხილეთ თანდართული.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსებულია შემდეგ ვებგვერდზე: https://millennium.org.ge/geo/projects/mia/9

გთხოვთ, მოიწონოთ კონკურსის ფეისბუკ გვერდი სიახლეებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის: https://www.facebook.com/MCAinnovations

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: mia@millennium.org.ge, 591 21 82 82.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე