Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ბიუმარტი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
შპს "ბიუ პლიუსი" შპს "ჩირინას" ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია, რომელმაც გახსნა ახალი მაღაზიათა ქსელი, სახელწოდებით - "ბიუმარტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული პერსონალის მართვა და კოორდინაცია;
** შიდა პოლიტიკის დანერგვა/კონტროლი;
** ვაკანტური პოზიციის გამოცხადება და რეკრუტინგი;
** კადრების მიღება-გათავისუფლების პროცესის მართვა;
** შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი დოკუმენტების წარმოება და დაარქივება, მათ შორის, ხელშეკრულებების, ბრძანებების, საკადრო დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა/დაარქივება;
** კომპანიის შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების მომზადება და თანამშრომლებისთვის გაცნობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის გაწერა;
** სახელფასო უწყისების მომზადება/კონტროლი;
** კომპანიის შინაგანწესით/ბრძანებებით დადგენილი რეგულაციების შესრულება/კონტროლი;
** სამუშაო აღწერილობების მომზადება და განახლება;
** თანამშრომელთა შეფასებითი სისტემის დანერგვა/კონტროლი;
** ვიდეომონიტორინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** სასურველია შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი. ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft Office პროგრამებთან მუშაობის უნარი (განსაკუთრებით, Word, Excel);
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.

სამუშაო გამოცდილება: ადმინისტრაციულ პოზიციაზე ან ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 სთ-18:00 სთ.
სამუშაო ადგილი: სართიჭალა.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 94 74 02 ან გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: Hr@biumart.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე