Робота для біженців з України
Drupal დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Drupal დეველოპერი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სკაპ" აცხადებს ვაკანსიას Drupal დეველოპერის (Drupal Developer) პოზიციაზე.

ვაკანსია განკუთვნილია შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე პირებისთვის, რომელთაც დაგროვილი აქვთ საკმარისი სამუშაო გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ვებ-პროექტების განვითარების პროცესში და იმუშაონ გამოცდილ ჯგუფთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** PHP-ის სიღრმისეული ცოდნა და ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპების პრაქტიკული გამოყენება
** Drupal Framework-ის (ვერსია 9/10) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის Custom Module-ების
** Drupal API-ებთან (Entity, Form, Plugin) და Twig ძრავთან მუშაობის გამოცდილება
** ვებ-ტექნოლოგიების ცოდნა: HTML5, CSS3, JavaScript და jQuery
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MySQL/MariaDB, PostgreSQL)
** ვერსიის კონტროლის სისტემების ცოდნა (Git)
** რეალური Production პროექტებზე მუშაობის გამოცდილება (100+ concurrent users)
** სასურველია Unit Test-ების წერის გამოცდილება
** Linux სერვერთან მუშაობის, ბაზისური ადმინისტრირებისა და Deployment პროცესების ცოდნა

სხვა მოთხოვნები:

** შედეგებზე ორიენტირებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სრულყოფილი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე
** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების ან მათემატიკის განხრით ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge. წერილის სათაურის ველში (Subject), გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "Drupal დეველოპერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე