|
დასახელება:
საწყობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ორბი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
"ორბი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სტრუქტურული ერთეული: სასაწყობე დეპარტამენტი
პოზიციის დასახელება: საწყობის სპეციალისტი
ექვემდებარება უშუალოდ: საწყობის მენეჯერს
ექვემდებარება არაპირდაპირ: სასაწყობე დეპარტამენტის ხელმძღვანელს
ქალაქი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი (კვირაში): 6 დღე (საწყის ეტაპზე)
სამუშაო საათები (00:00-00:00): 9:00-18:00
ანაზღაურება თვეში (NET): 2000 GEL
მოვალეობები:
** სამშენებლო მასალებისა და საოფისე ინვენტარის მიღება და მითვლა (ვიზუალური, რაოდენობრივი, ვადის და დასახელების კონტროლი);
** მიღებული მარაგების დასაწყობების ორგანიზება (საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური რესურსების მოთხოვნა);
** დაქვემდებარებული ფართის კონტროლი მარაგების თემატურად დასაწყობებისა და სისუფთავის კუთხით;
** მოთხოვნილი პროდუქციის სწორად გაცემა და აღრიცხვა;
** 1C ოპერატორის ჩანაცვლება მისი არ ყოფნის პერიოდში (საწყობებს შორის გადაადგილება, სასაქონლო ზედნადების შემოწმება-ატვირთვა);
** საიდენტიფიკაციო ნიშნების მარაგებზე მიკვრა;
** კომპანიის გაცემული სპეცტანსაცმლისა და სხვა ნივთების მოვლა-პატრონობა;
** საწყობის გამოყენებაში არსებული ტექნიკის სწორი ექსპლუატაცია;
** საწყობისა და სამშენებლო ობიექტის აღწერაში მონაწილეობა;
** საწყობის სამუშაო ყოველდღიურობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება;
** შინაგანაწესის, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარაგებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (საწყობი, მარკეტი, მშენებლობა);
** მარაგების აღრიცხვის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);
** Word და Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა, დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ლოკაცია: ალ. ყაზბეგის გამზირი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: mjaparidze@block.ge.
|
|
|
|