|
დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
გეზ მოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
კომპანია "გეზ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სოციალურ ქსელებში ინბოქსებსა და კომენტარებზე პასუხი;
** მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის მიწოდება;
** ზარების მონიტორინგი, ცვლილებების აღნიშვნა, გამოტოვებული ზარების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ფილიალთან გადამისამართება;
** ყოველკვირეული რეპორტინგის წარმოება;
** პრობლემის დროული იდენტიფიცირება და მისი ოპერატიულად მოგვარება;
** გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა.
კვალიფიკაცია:
** განათლება ან მუშაობის მცირე გამოცდილება კომუნიკაციების მიმართულებით;
** ინბოქსისა და კომენტარების მართვის გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეთიკურობა და აკადემიურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის სწორად მართვისა და ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (1 დღე დასვენება);
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ (შესვენება 1 საათი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება: 1000 ლარი, ხელფასის ზრდა 3 თვის შემდეგ.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gezmotors.ge
|
|
|
|