Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: გითსი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
შპს "გითსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, რ. მარგიანის 20
სამუშაოს გრაფიკი: 6-საათიანი გრაფიკი 10:00-დან 17:00-მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება;
** სრულყოფილი სატელეფონო და წერილობითი კონსულტაცია მომხმარებლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში მიღებული ზარის კონკრეტულ დეპარტამენტთან გადამისამართება;
** საჭიროების შემთხვევაში გამოტოვებული გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთან;
** პაციენტების ექიმებთან ვიზიტების ჩანიშვნა კალენდარში;
** სხვადასხვა სოციალური ქსელიდან შემოსულ კითხვებზე დროული რეაგირება/პასუხი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება / სტუდენტი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** უცხო ენა საკომუნიკაციო დონეზე - ინგლისური/რუსული;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: contact.psychea@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე