Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=717967&print=yes&view=jobs
 
გაყიდვის შემდგომი მომხმარებელთა მომსახურების ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვის შემდგომი მომხმარებელთა მომსახურების ტექნიკოსი
მომწოდებელი: iSpace
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!

"iSpace" - "Apple"-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდთან!

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში
** მუშაობას Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან
** წვდომას Apple-ის უნიკალურ სასწავლო პლატფორმასთან
** თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

მოვალეობები:

** შემოსული მოწყობილობების ტექნიკური სერვისის უზრუნველყოფა Apple-ის დადგენილი ** სტანდარტების შესაბამისად
** შემოსული და გასული მოწყობილობების აღრიცხვა, კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი
** სერვისის ვადების კონტროლი და დადგენილი დედლაინების დაცვა
** IT სერვისების განვითარების და დანერგვის პროცესში ჩართულობა

ვის ვეძებთ:

** სერვის ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ტექნიკური განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** Apple ტექნიკის შეკეთების გამოცდილება სასურველია
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)
** გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ - ჯანმრთელობის დაზღვევა
** ბონუსი: შესრულებული არასაგარანტიო მომსახურებებიდან გამომდინარე დამატებითი ანაზღაურება

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი (10:00-19:00 ან 12:00-21:00), კვირაში 2 დასვენების დღე

ლოკაცია: გალერია თბილისი

რატომ უნდა აირჩიო iSpace?

** ჩვენ გაძლევთ კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალურ შანსს!
** მუშაობს საუკეთესო გუნდთან და სწავლობ ბაზარზე ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

თუ მზად ხარ, შეიტანო შენი წვლილი და გახდე iSpace-ის სერვისის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV!

https://www.app.helio-ai.com/apply/zk8kxhgg2ya2akrv?src=jobs.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია