|
დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
პროგრამა/პროექტი: კომუნიკაციებისა და ფონდების მოძიების დეპარტამენტი
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: სამთვიანი გამოსაცდელი ვადით;
ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო მიზანი:
** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სპეციალისტი პასუხისმგებელია განახორციელოს პროექტებით გათვალისწინებული საქმიანობის დროული და ეფექტური გაშუქება;
სამუშაო ვალდებულებები:
** მონაწილეობა მიიღოს კომუნიკაციებისა და ფონდების მოძიების დეპარტამენტის სტრატეგიის შემუშავებაში;
** მონაწილეობა მიიღოს კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში;
** მონაწილეობა მიიღოს სოციალური მედიის სამოქმედო გეგმის შექმნასა და განხორციელებაში;
** ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას;
** შეიმუშაოს ვიზუალური მასალა წლიური გეგმის მიხედვით;
** მენეჯერს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** მონაწილეობა მიიღოს ახალი ინიციატივებისა და აქტივობების დაგეგმვა/შემუშავებაში;
** მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
** მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დოკუმენტის შექმნაში;
** დახმარება გაუწიოს მენეჯერს სოციალური მედიის მართვაში;
** შექმნას ბენეფიციარების ისტორიები;
** შეიმუშაოს სტატიები და ინტერვიუები;
** შექმნას ონლაინ ბანერები და "პოსტები";
** მონაწილეობა მიიღოს ვებ-გვერდის მართვაში;
** მონაწილეობა მიიღოს ტრადიციულ მედიასთან ურთიერთობაში;
** სხვადასხვა კამპანიებსა და ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
** ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა;
** სტუმრების მასპინძლობა და ორგანიზაციის შესახებ პრეზენტაციის გაკეთება;
** მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
** მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის ხილვადობის გაზრდასა და ვიზუალური მხარის განვითარებაში;
** თარგმნოს დოკუმენტები;
** მოვალეა იყოს დეპარტამენტის გუნდის აქტიური წევრი;
** მონაწილეობა მიიღოს პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის ყოველთვიურ საკოორდინაციო შეხვედრებში;
** შეინარჩუნოს და განახორციელოს აქტიური, პოზიტიური კომუნიკაცია პროექტის "სტეიკჰოლდერებთან" მენეჯერთან შეთანხმებით;
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები:
აუცილებელია:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
საჭირო უნარები:
** ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დროის მართვის/საკუთარი განრიგის ორგანიზების უნარი;
** როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა;
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი და მზადყოფნა სწავლისადმი;
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრებისა და შენარჩუნების უნარი;
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად სამუშაოს შესრულების უნარი;
** სხვა ეროვნებების, რელიგიებისა და შეხედულებების მიმართ პატივისცემა;
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: liza.vardania@cct.caritas.ge
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია
"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07.05.2026
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალებისა და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
https://www.caritas.ge;
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;
|
|
|
|