|
დასახელება:
ჰოლის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კაფე სისი
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
კაფე "სისი" აცხადებს ვაკანსიას ჰოლის მენეჯერის თანამდებობაზე.
ჩვენ ვქმნით თანამედროვე კაფეს, სადაც თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია — სერვისი, სისუფთავე და გამართული პროცესი.
ვეძებთ ჰოლის მენეჯერს, რომელიც ერთდროულად იქნება სერვისის ლიდერი, პროცესების მაკონტროლებელი და გუნდის მხარდამჭერი.ასევე პირველი შთაბეჭდილება და მთავარი კომუნიკაცია სტუმართან.
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შეგიძლია შექმნა თბილი, კომფორტული გარემო — ეს პოზიცია შენთვისაა.
მოვალეობები:
** ჰოლისა და სერვისის პროცესების მართვა
** სალაროსთან მუშაობა და ფინანსური სიზუსტის კონტროლი
** სტუმრების მაღალი სტანდარტის მომსახურების უზრუნველყოფა
** სტაფის მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი
** სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი მონიტორინგი
** მარაგების კონტროლი და შევსების უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში
** სერვისში ჩართვა, მათ შორის მარტივი პროდუქციის მომზადება (სენდვიჩების აწყობა)
მოთხოვნები:
** მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტაცია
** კომუნიკაციის ძლიერი უნარი
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
** სტაბილურ თანამშრომლობას
** განვითარების შესაძლებლობას
ლოკაცია:ქ.თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, N 2
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: sisitiflisi@gmail.com და სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
|
|
|
|