|
დასახელება:
ლოგისტიკისა და შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ადლი
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.
ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან, კვარტალში ერთი DayOff-ის შესაძლებლობას;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე (გამოსაცდელი ვადის შემდგომ).
სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ გუნდის წევრს ლოგისტიკისა და შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვების სწორი დაგეგმვა და ორგანიზება;
** პოტენციურ და არსებულ დამკვეთებთან შეხვედრებისა და კონსულტაციების წარმოება;
** კონკურენტული ბაზრის შესწავლა/ანალიზი;
** სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება;
** გადაზიდვების ეფექტური, შეუფერხებელი ორგანიზება და განხორციელება;
** შეკვეთების სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** მოულოდნელი ლოგისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
** სატრანსპორტო ოპერაციების უწყვეტი, ოპტიმალური და კოორდინირებული პროცესის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ლოგისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** ინვოისების გამოწერა/ატვირთვა, მომსახურების ხელშეკრულებების მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა შესაბამის დეპარტამენტებთან და შესრულებული დავალებების ელ.ვერსიების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა;
** პოტენციური სატრანსპორტო მომსახურების მომწოდებლებისა და მომსახურების ღირებულების კვლევა, მონაცემთა ბაზის სისტემატური განახლება;
** ნაშთებისა და მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** თანამდებობის რელევანტურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** სამუშაო ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების მოძიების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ლოგისტიკისა და შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 30 მაისი, 2026 წ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.adli.ge
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია "ადლი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|