Робота для біженців з України
ფრონტ გაყიდვების სუპერვაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ გაყიდვების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: გასა
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
კომპანია "გასა" GASA, რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. აცხადებს ვაკანსიას ფრონტ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება (შემომავალი ზარების პასუხი);
** ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ავიაბილეთების დაჯავშნა - გამოწერა;
** გაყიდული ბილეთების აღრიცხვა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

ლოკაცია: ნოე ჟორდანიას 24, ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
გრაფიკი: 5/2 (დინამიური/ცვლებში).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@gasa.ge.

სათაურის ველში (Subject) გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე