|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
მშვიდობის კორპუსი
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
|
თანდართული ფაილი:
717814_attachments_1071717.zip
|
"მშვიდობის კორპუსი" - მძღოლის ვაკანსია
"მშვიდობის კორპუსი" საქართველოში მოხალისეთა წინა-სამსახურეობრივი ტრენინგის ფარგლებში აცხადებს მძღოლების მიღებას. მსურველებს, რომელთაც ჰყავთ საკუთარი სამარშუტო ტაქსი (მიკროავტობუსი) გამართულ მდგომარეობაში, შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და სამარშუტო ტაქსის (მიკროავტობუსის) შეფასების ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: GE-Vacancy@peacecorps.gov. ელ-ფოსტის სათაურში დაწერეთ - მძღოლის ვაკანსია.
კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 599 92 90 97
სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 7 მაისი.
ზოგადი მიმოხილვა:
მშვიდობის კორპუსის წინა-სამსახურეობრივი ტრენინგის ფარგლებში, მძღოლი ახორციელებს თანამშრომელთა, მშვიდობის კორპუსის მოხალისეების, ტრენინგის მონაწილეების და სხვათა ტრანსპორტირებას. მძღოლი ვალდებულია მანქანა მუდმივად გამართულ მდგომარეობაში ჰყავდეს და შეესაბამებოდეს მშვიდობის კორპუსის მოთხოვნებს.
კონტრაქტის პერიოდი: 2026 წლის 25 მაისი - 8 აგვისტო.
სამუშაო კონტრაქტით გათვალისწინებულა როგორც დღიური ხელფასი, ასევე საწვავის ანაზღაურება გავლილი კილომეტრების მიხედვით.
მძღოლის ძირითადი ვალდებულებები და მოვალეობები:
სატრანსპორტო მომსახურება:
** ახორციელებს სატრანსპორტო მომსახურებას დროულად და უსაფრთხოდ საქართველოს საგზაო კანონმდებლობის სრული დაცვით;
** ახორციელებს მოხალისეთა ტრანსპორტირებას საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა მიმართულებით;
** ამოწმებს მანქანას ყოველდღიურად მშვიდობის კორპუსის მოთხოვნების შესაბამისად. ავსებს საჭირო დოკუმენტაციას, და ინარჩუნებს მანქანას სუფთა მდგომარეობაში როგორც შიგნიდან, ასევე გარედან;
** აცნობებს ადმინისტრაციულ ასისტენტს მანქანის სავალდებულო შეკეთების საჭიროების შესახებ. იცავს მანქანას ქურდობა-ვანდალიზმისაგან, და საჭიროების შემთხვევაში; ახორციელებს სატრანსპორტო მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.
** დაუყონებლივ აცნობებს ადმინისტრაცულ ასისტენტს ნებისმიერი საგზაო შემთხვევის შესახებ;
** რწმუნდება, რომ მანქანის დაძვრამდე წინა სავარძლის ყველა მგზავრი იკრავს უსაფრთხოების ღვედს;
** კრძალავს მანქანაში მოწევას;
** ავსებს ყოველდღიური მოძრაობის ცხრილს წინასწაარ განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.
საოფისე მომსახურება:
** ეხმარება ადმინისტრაციულ ოფიცერს და სხვა თანამშრომლებს ადგილომდებარეობის დადგენა/განსაზღვრაში, ნივთების გადაადგილებაში, ჩატვირთვა/გადმოტვირთვაში და მოწყობილობათა გაწმენდასა და დახარისხებაში.
** უზრუნველყოფს დაუყონებლივ დახმარებას განსაკუთრებული მდგომარეობის და ყველა ღონისძიებათა დროს.
** საჭიროებიდან გამომდინარე ასრულებს სხვა დავალებებს.
სხვა: წინასწარ განსაზღვრული განრიგით ასრულებს მორიგე მძღოლის მოვალეობებს არა-სამუშაო საათებში.
მინიმალური მოთხოვნები:
1. ადამიანთა ტრანსპორტირების სამი წლიანი გამოცდილება.
2. გამართულად მოქმედი მანქანა არანაკლებ 8 ადამიანის გადასაყვანად.
3. მართვის დადებითი ისტორია - ავტომობილის ჯარიმების, ავარიების ან ინციდენტების გარეშე გასული 1 წლის განმავლობაში.
სასურველი მოთხოვნები:
1. სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების აღჭურვილობა მოიცავს უსაფრთხოების ღვედებს ყველა მგზავრისთვის.
2. გამართულად მოქმედი მანქანა 16 ადამიანის გადასაყვანად.
მშვიდობის კორპუსი დაუკავშირდება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
|
|
|
|