Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=717807&print=yes&view=jobs
 
სერვისის თანამშრომელი/ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის თანამშრომელი/ტექნიკოსი
მომწოდებელი: ჰედვაისი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
"ჰედვაისი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის/ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სახელფასო რეინჯი: 2500-3000

პოზიციის ვალდებულებები:

** პერიოდული ტექნიკური მომსახურების შესრულება მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად;
** რთული ტექნიკური გაუმართაობების აღმოჩენა და კაპიტალური რემონტის შესრულება;
** ელექტრონული კონტროლერების, სენსორების, უსაფრთხოების სისტემებისა და კოდების დიაგნოსტიკა;
** სათადარიგო ნაწილების სწორად შერჩევა, გამოყენება და აღრიცხვა;
** შესრულებული სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტირება (სერვის რეპორტები, ნაწილების გამოყენება);
** კლიენტთან ტექნიკური კომუნიკაცია და რეკომენდაციების გაცემა ტექნიკის სწორი ექსპლუატაციის მიზნით;
** უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური ცოდნა თეორიულ დონეზე (მექანიკა; ელექტროობა; ჰიდრავლიკა);
** ტექნიკური სქემების, wiring diagram-ებისა და service manual-ების წაკითხვის უნარი;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე;
** კომპიუტერული უნარები სერვის სისტემებში მუშაობისთვის;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სასაწყობე ან სამრეწველო ტექნიკის სერვისში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@headvice.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია