Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=717790&print=yes&view=jobs
 
Web ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Web ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.

საბითუმო ვაჭრობასთან ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.

"თერმო ცენტრი" გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას Web ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საიტის გაუმჯობესება, ვიზუალური და ტექნიკური კომპონენტების შეფასება და ანალიზი;
** საიტის ოპტიმიზაცია, გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება/მოდიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, საფორთთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის დამატება, გაუქმება, კატეგორიზაცია და საიტის Front-end მხარის ეფექტურად წარმოჩენა;
** ფასების, ფასდაკლებების, აქციებისა და კონტენტის დროულად და სწორად ასახვა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის/ფუნქციონალის შექმნა-ოპტიმიზაცია;
** პროდუქციის ფოტოების დამუშავება (AI, Adobe Photoshop და სხვა) საიტზე განსათავსებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ელ-კომერციის კონტენტის მართვის გამოცდილება;
** CS-Cart-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Web ადმინისტრატორი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია