|
დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
More Beauty
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
"მორ ბიუთი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესის სრულყოფილი მართვა;
** სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო მასალების მიღება, რაოდენობრივი გათვლა და შესაბამისი აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** ხარჯთაღრიცხვების მომზადება და პროექტის ხარჯების ანალიზი;
** პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ახალი მუშახელის მოძიება;
** რესურსებისა და მარაგების ეფექტური მართვა და ოპტიმიზაცია;
** სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის მომზადება შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო სფეროში;
** სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში და მკაცრ ვადებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი (ობიექტების მდებარეობის მიხედვით);
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი);
** სამუშაო საათები: 09:00-18:00.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: info@morebeauty.ge
|
|
|
|