Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=717737&print=yes&view=jobs
 
პროფესიული სუპერვიზია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული სუპერვიზია
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, "SOS ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით" ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას პროფესიული სუპერვიზიის მომსახურების მოწოდების მიზნით.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "ლტოლვილობიდან ინკლუზიამდე: უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა ადრეული განათლების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და თემში ინტეგრაციის გზით" - მიზანია ინკლუზიური ადრეული განათლების გარემოს ხელშეწყობა, ლტოლვილი ბავშვებსა და მათ მზრუნველებს შორის ფსიქოსოციალური მედეგობის გაზრდა და ქართველ და უკრაინულ ოჯახებს შორის ინტეგრაციის გაძლიერება.

მომსახურების მიზანი:

სუპერვიზია მიზნად ისახავს საბავშვო ბაღებში დასაქმებული უკრაინელი თანამშრომლების (ძირითადი და დამხმარე აღმზრდელი, აღმზრდელის ასისტენტი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი)პროფესიულ მხარდაჭერასა და გაძლიერებას. აღნიშნული გულისხმობს პროფესიული უნარების გაძლიერებას, რთულ შემთხვევებზე მუშაობის მხარდაჭერას, ემოციური მედეგობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას, გუნდური მუშაობის გაუმჯობესებას.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

** ერთი წლის განმავლობაში 3-5 ჯგუფური სასუპერვიზიო შეხვედრის ჩატარება (თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1.5-2 სთ) თბილისში (დიღმის მასივი);
** რეალური შემთხვევების განხილვა და პრაქტიკული რეკომენდაციების გაცემა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდება;
** შეხვედრების მოკლე ანგარიშის მომზადება ინგლისურ ენაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, ადრეულ განათლებაში, ან სერტიფიკატი ბავშვთა ადრეულ განვითარებაში ან ქცევის მართვაში;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბავშვებთან, ოჯახებთან ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
** სუპერვიზიის ჩატარების გამოცდილება;
** რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
** ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომების ცოდნა;
** მრავალკულტურულ გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** CV
** სუპერვიზიის ჩატარების ხედვა/მიდგომის მოკლე აღწერა
** ფინანსური შეთავაზება: ერთი სასუპერვიზიო შეხვედრის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში, გადასახადების ჩათვლით.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 მაისი.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge

გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "სუპერვიზია".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია