|
დასახელება:
უფროსი მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ივერმედი
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
კომპანია "ივერმედი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მენეჯერის პოზიციაზე
კომპანიის საქმიანობა: შპს "ივერმედი" დაარსდა 1995 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო სახარჯი მასალის, აღჭურვილობის, იმპლანტებისა და აპარატურის რეალიზაცია-სერვისი. კომპანია დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის კადრებით ყველა სეგმენტში, რაც განაპირობებს, ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ნ. ბოხუას I შესახვევი, №2
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:30
** ანაზღაურება: 1300 ლარი (gross)
სამუშაოს აღწერილობა:
** კომპანიის ოფისში მომხმარებელთა დახვედრა, კონსულტაცია და საჭირო მომსახურების მიწოდება;
** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურებების შეთავაზება და გაყიდვების პროცესის განხორციელება ადგილზე ან სატელეფონო/ონლაინ ფორმატში;
** კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის სპეციფიკაციებზე, ფასებზე, მიწოდების პირობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე;
** გაყიდვების დოკუმენტაციის (შეკვეთები, ინვოისები და სხვ.) კორექტული და დროული მომზადება;
** FMG სისტემაში მონაცემების ატვირთვა;
** კლიენტებთან უკუკავშირის შეგროვება და ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
** კლიენტთა მოთხოვნებისა და პრობლემების სწრაფი გადაწყვეტა;
** ოფისის ადმინისტრაციული საქმიანობის მხარდაჭერა საჭიროებისამებრ.
ძირითადი უნარები:
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან დაკავშირებულ სფეროში);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში ან კლიენტებთან მუშაობის მიმართულებით (ფრონტ-ოფისში ან მსგავს პოზიციაზე);
** გამართული ქართულენოვანი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური (და/ან სხვა უცხო ენის) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office, Excel,);
** FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე natia.goginashvili@ivermedi.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 29 მაისი.
გაცნობებთ, რომ კომპანია ივერმედის მიერ გამოცხადება ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით ელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა: info@officers.ge
პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
|
|
|
|