Робота для біженців з України
აპარტ ჰოტელის მენეჯერი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპარტ ჰოტელის მენეჯერი
მომწოდებელი: მარშალ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
დეველოპერული კომპანია შპს "მარშალ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას აპარტ ჰოტელის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: სრული
სამუშაო ადგილი: გუდაური
სამუშაო ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
** ქონების და ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** უსაფრთხოების, სანიტარული და სახანძრო ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების კოორდინაცია და მონიტორინგი;
** შენობის მდგომარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ორგანიზება;
** შიდა დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშების მომზადება (ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად);
** მესაკუთრეებთან მუდმივი კავშირი და განცხადებების/ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** კრიზისული სიტუაციების მართვა;
** ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სერვისების მართვა;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები და დროის ეფექტური მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** სტრესულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** ლიდერული თვისებები და გუნდის მოტივაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ: hrm@marshalldevelopment.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე