|
დასახელება:
პროდუქციის მონაცემთა ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ვოლტა გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
"ვოლტა" წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
"ვოლტა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მონაცემთა ანალიტიკოსის (E-commerce) პოზიციაზე.
ვაკანსიის აღწერა:
ჩვენ ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ და ტექნიკურად ძლიერ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მომწოდებლებისგან მიღებული პროდუქციის მონაცემების დამუშავებასა და ვებ-საიტზე სწორად განთავსებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომწოდებლების მიერ გამოგზავნილი ფაილების დამუშავება და გარდაქმნა ვებ-საიტის სტრუქტურაზე მორგებულ ფორმატში
** Excel ფორმულებისა და ფუნქციების გამოყენებით მონაცემების სტანდარტიზაცია
** პროდუქციის ატვირთვა ვებ-საიტზე
** პროდუქციის ფასებისა და მარაგების მუდმივი მონიტორინგი და კორექტირება
** მონაცემთა სიზუსტის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Excel-ის მაღალი დონის (Advanced) ცოდნა (აუცილებელია)
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სასურველი უნარები:
** E-commerce ან პროდუქციის მართვის გამოცდილება
** მონაცემთა იმპორტ/ექსპორტ პროცესების გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება პრიორიტეტად)
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, 49/49ბ
გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: hr@volta.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ვოლტა"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|