|
დასახელება:
ელექტრო ავტომობილების გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
სენა ავტო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
სენა ავტო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ავტომობილების გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა:
** გაყიდვების პროცესის საფეხურების ცოდნა და შესრულება;
** არსებული ელექტრო ავტომობილების ტექნიკური ცოდნა
** კლიენტებისთვის ავტომანქანების პრეზენტაცია, ექსტერიერის და ინტერიერის სრული აღწერით;
** კლიენტის ყურადღებით მოსმენა, შეკითხვების დასმა მათი საჭიროების გამოსავლენად.
** კლიენტების აღრიცხვა და მათი ბაზის წარმოება;
** კლიენტების მონაცემების შეყვანა ბაზაში დროულად და დეტალურად;
** ტელეფონის ზარზე დროული პასუხი, საუბარი სტანდარტის შესაბამისად
** კლიენტებთან ინდივიდუალური მუშაობით, სატელეფონო საუბრებით, სერვისში მოსულ მომხმარებლებთან საუბრებით, ელ. ფოსტის და ონლაინ კონსულტაციების მეშვეობით ახალი პოტენციური კლიენტების გამოვლენა და ასეთი კლიენტების წრის გაფართოება - მათთან შემდგომი მუშაობის მიზნით;
** კონკურენტების პროდუქციაზე მუდმივად ახალი ინფორმაციის შესწავლა, ფასები, სპეციფიკაციები, სუსტი და ძლიერი მხარეები;
** ტესტ დრაივის ორგანიზება;
** ყოველდღიური რეპორტინგი შესაბამის ხელმძღვანელობასთან.
გამოცდილება:
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი ავტო სფეროში
განათლება: ბაკალავრი; სასურველია ტექნიკური მიმართულებით.
ენები
** ქართული
** რუსული
** ინგლისური
უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პრობლემების მოგვარების უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: office@senamotors.com.ge და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის გამოგზავნისას.
|
|
|
|