|
დასახელება:
დარბაზის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ახალი ფილიალში, შინდისში ვეძებთ დარბაზის ადმინისტრატორს.
პოზიცია: დარბაზის ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: სოფ. შინდისი, თბილისი-კოჯრის გზატკეცილი 13ა
სამუშაო გრაფიკი: 13:00-21:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1450 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში პირველი თვე - 1250, მეორე თვე - 1350; მესამე თვიდან- 1450₾
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით;
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
** კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში (ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00), ტელ: 557 30 6169.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Uwyqm9db
|
|
|
|