|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
რეზოს ეზო
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
კვარიათში კაფე-ბარ "რეზოს ეზო"-ში გვესაჭიროება მზარეული. კაფე-ბარი მდებარეობს საოჯახო სასტუმროს ეზოში. ობიექტი იმუშავებს ივლისიდან სექტემბრამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
საჭირო უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rezos.ezo3@gmail.com (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება).
|
|
|
|