Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი - IT მომსახურება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი - IT მომსახურება
მომწოდებელი: F1 - კომპიუტერული სერვისი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
აიტი სერვისების კომპანია F1 - კომპიუტერული სერვისი აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://f1.com.ge/

ჩვენ ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომლის ამოცანა იქნება ახალი ბიზნეს-პარტნიორობების ინიცირება და კომპანიის პორტფელის გაფართოება IT აუთსორსინგის მიმართულებით.

B2B გაყიდვების მენეჯერი (IT მომსახურება)

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

თქვენი პასუხისმგებლობა იქნება გაყიდვების ციკლის ყველაზე კრიტიკული, საწყისი ეტაპის მართვა - პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და მათთან ბიზნეს-კომუნიკაციის დამყარება.

** IT სერვისებით პოტენციურად დაინტერესებული ორგანიზაციების მოძიება და პირველადი კონტაქტის დამყარება;
** პოტენციური კლიენტის საჭიროებების პირველადი დიაგნოსტიკა და აუთსორს მომსახურების უპირატესობების არგუმენტირებული პრეზენტაცია;
** კვალიფიციური ლიდების მომზადება და საქმიანი შეხვედრების ჩანიშვნა აუთსორსინგის მიმართულების მენეჯერთან კოლაბორაციით.

შეხვედრის ჩანიშვნის შემდეგ პროცესში ერთვება აუთსორსინგის მენეჯერი, რომელიც ტექნიკურ გუნდთან ერთად უძღვება შემდგომ პროცესებს - ამზადებს შეთავაზებას და ხურავს ლიდს კონტრაქტის საბოლოო გაფორმებით.
ჩვენ მკაფიოდ გვაქვს გამიჯნული ფუნქციები, რათა თქვენი ფოკუსი მხოლოდ შედეგზე იყოს მიმართული

რატომ ჩვენი გუნდი?

ბრენდის რეპუტაცია: F1 ბაზარზე ცნობილია, როგორც მაღალი სანდოობის მქონე IT პარტნიორი. ჩვენი სერვისების შეთავაზება ნიშნავს, რომ თქვენს ზურგს უკან დგას ძლიერი ტექნიკური გუნდი და მრავალწლიანი წარმატებული ქეისები.
მოთხოვნადი პროდუქტი: თქვენ ყიდით IT აუთსორსინგს - ეს არის კონტრაქტზე დაფუძნებული მომსახურების მოდელი, რომელზეც მოთხოვნა ბიზნეს-სექტორში მზარდია. ჩვენი შეთავაზება არის მაღალკონკურენტული და მორგებული თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** ანაზღაურების მოდელი: ფიქსირებული ხელფასი + მაღალი საბონუსე სისტემა.
** ზრდის შესაძლებლობა: ანაზღაურებას არ აქვს ზედა ზღვარი. თქვენ იღებთ ბონუსს თითოეულ დანიშნულ ხარისხიან შეხვედრაზე და დამატებით პროცენტს ყოველი მოგებული კონტრაქტიდან.
** სტრუქტურა: ჩვენთან დაგხვდებათ მოწესრიგებული სამუშაო პროცესი, ავტომატიზებული ინსტრუმენტები და სრული მხარდაჭერა გუნდის მხრიდან.
** ფორმატი: თავისუფალი და შედეგზე ორიენტირებული გრაფიკი.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე guga@f1.com.ge გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

1. რეზიუმე (CV);
2. მოკლე ხედვა (3-4 წინადადება), სადაც აღწერთ თქვენს სტრატეგიას ახალი კლიენტების მოძიებისა და "შეღწევისთვის", ასევე იმას, თუ როგორ წარმოგიდგენიათ ყოველდღიური სამუშაო პროცესი.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატები, რომლებიც არ წარმოადგენენ აღნიშნულ მოკლე ხედვას, არ განიხილებიან.

ბოლო ვადა 20 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე