Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=717591&print=yes&view=jobs
 
საცალო ოპერაციებისა და განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო ოპერაციებისა და განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: საერთაშორისო კომპანია
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცალო ოპერაციებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:30
ანაზღაურება: 3000 NET.
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი.

ძირითადი ფუნქციები:

** ავტოგასამართი სადგურების საცალო პროცესების მონიტორინგი და შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების დინამიკის ყოველდღიური, კვირეული და ყოველთვიური ანალიზი, პრობლემური წერტილების იდენტიფიცირება;
** კონკურენტი კომპანიებისა და ბაზრის რეგულარული კვლევა;
** ბანკებთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია ერთობლივი აქციებისა და კამპანიების დაგეგმვის მიზნით;
** აქციებისა და კომერციული აქტივობების დაგეგმვა, მართვა და შესრულების მონიტორინგი;
** ოპერაციულ გუნდთან ყოველდღიური კოორდინაცია და თანამშრომლობა;
** ანგარიშების, პრეზენტაციებისა და ბიზნეს-ქეისების მომზადება;
** სამუშაო ბარათების აღრიცხვა, სისტემაში რეგისტრაცია და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება;
** ლოიალობის პროგრამების მართვა და მომხმარებლის ჩართულობის გაზრდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო, მარკეტინგის, ოპერაციების ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel, PowerPoint) ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები;
** პარტნიორებთან მუშაობისა და მოლაპარაკებების გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ინოვაციური მიდგომა და პროაქტიულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემო;
** ტრენინგებისა და განვითარების საშუალებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას/

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ "საცალო ოპერაციებისა და განვითარების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია