Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=717587&print=yes&view=jobs
 
მიმტანი - ტერავინო - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი - ტერავინო
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე რესტორან "ტერავინოში", ყაზბეგში.

მდებარეობა: ყაზბეგი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
** სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მენიუში არსებული პროდუქციის შეთავაზება;
** ანგარიშსწორების წარმოება;
** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისხარტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მიმტანი.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია